"ბესელიას გადაეცით, დედას მოვუტ***ავ!.." - რა შეუთვალა "კოკაინის სკანდალის" ფიგურანტმა დეპუტატს

Image

ე. წ. "კოკაინის საქმეზე" მსჯავრდებულებთან და საქმის ფიგურანტების პოლიტპატიმართა სიაში შეყვანასთან დაკავშირებით გაზეთი "ქრონიკა+" დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს და წერს, რომ საქმე მალე სოზარ სუბარამდეც მივა. 

 

„ნარკოკარტელის წევრების შეწყალების საქმეში მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას შემდეგ სკანდალში აუცილებლად გაეხვევა დევნილების ამჟამინდელი მინისტრი, სოზარ სუბარი. „კოკაინის სკანდალის“ ერთ-ერთი მონაწილე, კრიმინალური ავტორიტეტი თენგიზ გურჩიანი, სუბართან კავშირზე გავიდა და გურჩიანი ეკა ბესელიას სწორედ სოზარ სუბარმა დააკავშირა. (ამბობენ, იმასაც რომ 200 000 დოლარის გადაცემის ორგანიზება სწორედ თენგიზ გურჩიანის მეშვეობით მოხდა.)“ - წერს გამოცემა და საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ანასტასია ზაუტაშვილის არშემდგარი შეწყალების ისტორიაზე ავრცელებს მორიგ სკანდალურ ინფორციას:

 

„2014 წლის ივნისში ანასტასია ზაუტაშვილმა კომისიას შეწყალების თხოვნით მიმართა და უარიც მიიღო, რადგან, შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების მომენტისთვის სასჯელის ნახევარზე მეტი უნდა ჰქონოდა მოხდილი, რაც ამნისტიის მერე მის შემთხვევაში ექვს წელსა და რამდენიმე თვეს გულისხმობდა, ზაუტაშვილი კი სასჯელს მეხუთე წელია, იხდიდა. რაც შეეხება განსაკუთრებულ გარემოებათა განხილვის საკითხს, ზაუტაშვილის შემთხვევაში, ეს საკითხი კომისიის არც ერთ წევრს არ დაუყენებია. შეწყალებაზე უარი ამავე მოტივით მიიღო კიდევ ერთმა წევრმა, რომან მუსემიანმა.

 

2014 წლის ოქტომბერში შეწყალების კომისიაზე ზეწოლები დაიწყო. ბესელია-კობახიძის დუეტმა კომისიის წინააღმდეგ უფლებადამცველთა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მჟავანაძე ჩართეს, რომელსაც, როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში წინა ხაზზე უშვებენ ხოლმე, ანასტასია ზაუტაშვილმა და კიდევ ორმა პირმა შიმშილობა დაიწყო, ნიკოლოზ მჟავანაძე პრეზიდენტის შეწყალების კომისიის გაუქმებას მოითხოვდა(!!!) და რეზიდენციასთან აქციებს მართავდა.

 

მოშიმშილე ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე პირადად შეხვდა, რომელმაც მას აუხსნა, რომ ექვსი თვის გასვლის შემდეგ უფლება ჰქონდა, შეწყალების კომისიისთვის განმეორებით მიემართა, უბრალოდ, დადგენილი კრიტერიუმები დაცული უნდა ყოფილიყო.

 

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ანასტასია ზაუტაშვილი ამ შეხვედრაზე ისტერიკამდე მივიდა, ბოლოს დიდხანს ტიროდა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების თანდასწრებით ზვიად ქორიძეს პირდაპირ უთხრა: ეკა ბესელიას ჩემგან გადაეცით, დედას მოვ...ვ, გვერდით მოვიჯენ, ფული წაიღო და აქედან ჩემი გაყვანის საქმე როგორც უნდა, ისე მოაგვაროსო.

 

ამავე წყაროს ინფორმაციით, ელისაშვილ-ქორიძის განცხადებების შემდეგ მანანა კობახიძემ ანასტასია ზაუტაშვილს შეუთვალა, _ ოღონდ ახლა წყნარად იყავი და ხმა არ გაიღო, ეს სკანდალი ჩაივლის და შენს შეწყალებაზე პირველ რიგში ვიზრუნებო“ - წერს „ქრონიკა პლუსი“ დღევანდელ ნომერში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !