
უკრაინის პრემიერმინისტრის არსენ იაცენუკის გამოსვლას რადაში, სადაც ის ანგარიშით წარსდგა დეპუტატების წინაშე, ჩხუბი და არეულობა მოჰყვა.
ჩხუბის ინსპირატორი პოროშენკოს ბლოკის დეპუტატი ოლეგ ბარნა გახდა, რომელიც ტრიბუნასთან მივიდა და იაცენუკს იქედან გათრევა დაუპირა. ამას პრემიერმინისტრის მომხრეთა თავშეყრა და ჩხუბი მოჰყვა, რა დროსაც პრემიერი არ დაზარალებულა.
ჩხუბის შემდეგ იაცენუკმა უარი თქვა მომხდარის კომენტარზე და განაცხადა: "დებილები ბევრნი არიან...".