
ისრაელის დაზვერვის - მოსადის ახალი უფროსის იოსი კოენის ვაჟი - იონათანი, იმის მიუხედავად, რომ ცერებრული დამბლითაა ავად, ისრაელის არმიაში მსახურობს. მას ეს დაავადება თანდაყოლილი აქვს.
იოსი კოენის დანიშვნის შემდეგ მასზე ბევრს წერენ ბლოგერები. მათი თქმით, კოენი არამარტო ლეგენდარული მზვერავი, არამედ მიმზიდველი მამაკაციცაა და მას ჯეიმს ბონდსაც ადარებენ.