-
2015-12-09 11:54
"როცა ათასობით პროექტი კეთდება, ერთი-ორი, შესაძლოა, ვინმეს არ მოეწონოს და ამაზე იკამათოს", - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემა "2030"-ში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე შემოღობილ მინი-სკვერებთან დაკავშირებით, რომლებიც სოციალურ ქსელებში საფლავებს მიამსგავსეს.
"კარგია, რომ ამაზე კამათობენ, ესე იგი, საკამათო არც არაფერია", - განაცხადა თბილისის მერმა და იქვე დაამატა, რომ მსგავსი სკვერების ანალოგი მსოფლიოს ბევრ ქალაქში არსებობს, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ უკეთესი დიზაინის გამოყენებაც შეიძლებოდა: "დიახ, დიზაინი, შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ რაც არის, ცუდი არ არის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის მიერ შემოღობილი სკვერები ცოტა ხნის წინ საყოველთაო დაცინვის საგნად იქცა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში".
