
როგორც უკრაინული მედია და ფორუმების მომხმარებლები აღნიშნავენ, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გზავნილები ჩაიტანა, რომელთაგან უმთავრესი ორი: 190 მლნ. დოლარი და კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების მოთხოვნა იყო.
უკრაინა რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე ხუმრობითაც გაუსვა ხაზი: მან აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედაა ამ ქვეყანაში და ღიმილით დაამატა:
"პირდაპირ სატელეფონო ხაზზე ჩვენ ათასზე მეტი საათი გვაქვს გატარებული. ბატონ პრეზიდენტთან ტელეფონზე უფრო ხშირად ვლაპარაკობ, ვიდრე ჩემს ცოლთან. მგონი, ამის გამო ორივენი უნდა წუხდნენ".