
3 დეკემბერს, დილით, სტამბოლოს ათათურქის სახელობის აეროპორტში, გაფრენის ტაბლოზე, მოსკოვში რეის SU 2137-ით მიმავალ მგზავრებს რეგისტრაციისთვის F-16 განყოფილებაში მოუხმეს.
ამის შესახებ თურქული საავიაციო პორტალი და რამდენიმე ონლაინგამოცემა იტყობინება.
ტაბლოს ფოტო სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ SU და F-16 კოდების დამთხვევა შემთხვევითი არ იყო.
შეგახსენებთ, რუსული Cy-24 თურქულმა გამანადგურებელმა F-16-მა ჩამოაგდო.