
სარატოვში მდებარე ერთერთი გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები აღშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ სკოლაში „ახალი დიდი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ასაგებად“ მოსწავლეებს შორის ფულის აგროვება დაიწყეს, ხოლო იდეა მოსწავლეებს მიაწერეს.
მოსწავლეებმა წერილი დაწერეს გიმნაზიის დირექტორის ტატიანა რაიკოვას სახელზე, რომელმაც ეს იდეა, როგორც მოსწავლეთა ჯგუფის წინადადება, სარატოვის საოლქო დუმის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე, 27 ნოემბერს გააჟღერა. მშობლები შიშობენ, რომ ამ „პატრიოტული“ აქციის გამო მათი შვილები, შესაძლოა, ტერორისტთა სამიზნეებიც გახდნენ.
„ჩვენ გვინდა, რომ ტერორისტები კანკალმა აიტანოს, როცა ისინი თვითმფრინავზე დიდ წითელ ვარსკვლავს დაინახავენ, გვინდა მათ იცოდნენ, რომ ეს დიდი სამხედრო თვითმფრინავი ჩვენი, მშვიდობიანი მოქალაქეების აგებულია“, - განაცხადა სხდომაზე ტატიანა რაიკოვამ.