
ევროპარლამენტის ლიტველმა დეპუტატმა, ლიბერალმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა ევროპარლამენტის ტრიბუნასთან, მისი გამოსვლის დროს, ნაკუწებად აქცია ზემო ალვანში გადაღებული, აღდგენილი სტალინის ბიუსტის ფოტო.
ევროპარლამენტის პლენარული სესიის დროს აუშტრიავიჩუსმა სწორედ ამ ფორმით გამოხატა სამოქალაქო პროტესტი საქართველოში ისევ აღმავლობის გზაზე მდგარი სტალინის კულტის წინააღმდეგ.
„თქვენ ხედავდით აღდგენილ ძეგლს. აი, ასე მოვიქცევი მე მუდამ, როცა მათზე (ძეგლებზე) ვილაპარაკებ“, - ახსნა პროტესტის არსი აუშტრიავიჩუსმა. აღსანიშნავია, რომ ლიბერალი ლიტველი ევროპარლამენტარი ადრე თბილისს სწორედ სტალინის კულტისადმი რბილი მიდგომის გამო აკრიტიკებდა.