-
2015-12-03 15:00
თბილისში საახალწლო კონცერტის ორგანიზატორი მიშა მდინარაძე საიდუმლოდ იტოვებს იმ მომღერლების ვინოაბას, რომლებმაც კონცერტზე უნდა იმღერონ. ამასთან, ის აცხადებს, რომ კონცერტი ცემენტის ქარხანა არაა, რომ ტენდერის გამართვა იყოს საჭირო.
"იბერიის" ეთერში, გადაცემა "პრიორიტეტის" წამყვანის მაკა რაზმაძის შეკითხვაზე: "ტენდერი ჩატარდა, ბატონო მიშა? თქვენ გაიმარჯვეთ ტენდერში?" მდინარაძე გაკვირვებული პასუხობს: "რა ტენდერი? ტენდერია საჭირო კონცერტისთვის? ცემენტის ქარხანაა კონცერტი თუ სამშენებლო მასალა, ტენდერი რომ ჩატარდეს? მე მგონი, სხვა პლანეტაზე ვარ საერთოდ".