
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ეკა ზღულაძე ამერიკულ ჟურნალ Foreign Policy-ის მიერ მსოფლიოს გლობალურად მოაზროვნეთა სიის ასეულშია შეყვანილი.
ეკა ზღულაძე იმ ადამიანების კატეგორიაში მოხვდა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. ამის გარდა, ჟურნალს სხვა კატეგორიებიც აქვს: ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გამოწვევა, ინოვატორები, ხელოვანები, ეკოლოგიური აქტივისტები, მაგნატები და სხვ.
ეკა ზღულაძის ნომინაციის აღწერაში დასახელებულია „უკრაინულ პოლიციაში მაიდნის სულისკვეთების მხარდაჭერისთვის“.
შეგახსენებთ, ეკა ზღულაძეს ეკუთვნის უკრაინის პოლიციის რეფორმის იდეა და მის განხორციელებაში უშუალოდ მონაწილეობდა.