
აშშ-ის პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეროლდ ბურგუანმა განაცხადა, რომ კალიფორნიის შტატში, სან-ბერნარდინოს ოლქის სოციალური დახმარების ცენტრში გახსნილი ცეცხლის შედეგად არანაკლებ 14 ადამიანი დაიღუპა, ამდენივე დაჭრილია.
ჯერჯერობით დაუდგენელი ორი ან სამი პირი სოციალური დახმარების ცენტრს თავს დაესხა და იქ მყოფ პირებს ცეცხლი, წინასწარი ინფორმაციით, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატებიდან გაუხსნა, რის შემდეგაც ადგილიდან მანქანით სამივე მიიმალა. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, რომ ეს იყო ტერაქტი.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია აშშ-ის პრეზიდენტი, შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე მესანგრეები მუშაობენ, რათა გაარკვიონ, ხომ არ არის იქ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
განახლებულია 02:29:46
თვითმხილველები იტყობინებიან, რომ თავდამსხმელები სამხედრო ფორმაში იყვნენ ჩაცმული, ერთს მათგან ჯავშანჟილეტი ეცვა და ხელში შაშხანა ეჭირა, დანარჩენებს კი - ავტომატები. თავდასხმის დროს შენობაში 30-დე ადამიანი იმყოფებოდა. სროლის დაწყების შემდეგ ისინი გოლფის მოედნისკენ გაიქცნენ, რამაც მათი მიზანში ამოღება გაადვილა. სწორედ ამით აიხსნება, რომ 14 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. ასევე, თვითმხილველთა ინფორმაციის მიხედვით, თავდამსხმელებმა ტერიტორია GMC Yukon ჯიპით დატოვეს.
განახლებულია: 04:31:27
ამ დროისთვის პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი, ერთი კი დაკავებულია. ძალოვნები მესამე თავდამსხმელს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან შავი ჯიპით მიიმალა. თავდასხმის მოტივები ამ დრომდე დაუდგენელია. საბოლოო ინფორმაციით, სროლის დროს 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი, თავდაპირველი ცნობის მიხედვით, 14 იყო და 17-დე გაიზარდა.
დაწვრილებით თავდასხმის შესახებ ამ ბმულზე