
ერთმა გაზეთმა სთხოვა ბავშვებს, დაეწერათ მოკლე ბარათი ღმერთთან, დაესვათ მისთვის შეკითხვები, მიეცათ რჩევა, შეეთავაზებინათ რამე ან ეთხოვათ სურვილების ასრულება.
საინტერესოს, სასაცილოს, გულუბრყვილოს, გულწრფელს, მიამიტურს, ბავშვურს, სევდიანს, ჭკვიანურს - ყველანაირ აზრებს შეხვდებით ამ ბარათებში. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ამონაწერებს, ავტორთა დაახლოებითი ასაკის(კლასების მიხედვით) მითითებით:მესამეკლასელი: “მე ჯერ პატარა ვარ,მესამე კლასში ვსწავლობ.ცოდვები ჯერ არ მაქვს,მაგრამ აუცილებლად მექნება”
მეორეკლასელი: “გამარჯობა ღმერთო,როგორ ხარ? რას შვრები?როგორა საქმეები ჯანმრთელობასთან?”
მეოთხეკლასელი: “შენ თუ სამყაროს დასასრულს მოაწყობ,ვინ ილოცებს შენთვის?”
მეოთხეკლასელი: “საიდუმლოდ გეტყვი,როდესაც ვხედავ მარტოხელა ქალს,მე შენს მაგივრად მრცხვენია.”
მესამეკლასელი: “რისთვის სჯი კეთილ ადამიანებს?”
მესამეკლასელი: “სად მიდის დრო?ჭაღარაში?”
მეოთხეკლასელი: “ადამიანები ისე იტანჯებიან დედამიწაზე,ნუთუ შენს ჯოჯოხეთში უარესია?”
მესამეკლასელი: “მე შენ რა თქმა უნდა მიყვარხარ,მაგრამ დედა და მამა უფრო,ხომ არაუშავს?”
პირველკლასელი: “შეიძლება რომ მე არ მოკვდე?”
მეორეკლასელი: “აი ეკლესიაში სანთლებს რომ ყიდიან,შენი ბიზნესია?”
მეორეკლასელი: “ღმერთო სად არის ქრისტე ახლა?რას აკეთებს?”
მესამეკლასელი: ” შენ გაქვს გონება,თუ მთლიანად სულისგან შედგები?”
პირვეკლასელი: “შენ ბიბლიაში ჯერ რომ თავიდან იყო სიტყვა.რომელი?”
მესამეკლასელი: “პირველ რიგში რა გააკეთა ქრისტემ,როდესაც აღსდგა?”
მეორეკლასელი: “რატომ მათხოვრობენ ღარიბები ეკლესიასთან- შენ რომ აღნიშნო, ვინ მისცა ფული?”
მესამეკლასელი: ” ესე იგი თუ სწორად გავიგე ევოლუცია,შენ ჯერ შექმენი ადამი და ევა და შემდეგ ადამიანი წარმოიშვა მაიმუნისგან, ხო?”
მეორეკლასელი: “ღმერთო,თუ უფლებას მივცემ ჩემი სნიკერსი ჩაკბიჩოს- ეს სიყვარულია?”
მეორეკლასელი: “რატომ ზრდიდნენ ადამიანს წლების განმავლობაში და მერე ბაც- და ის მკვდარია?”
მეორეკლასელი: “რისი გაკეთება შეიძლება ცხოვრებაში,რომ დედამ არ მცემოს?”
პირველკლასელი: “აქვს თუ არა კოსმოსს დასაწყისი და დასასრული?მარჯვენა და მარცხენა მხარეები?”
პირველკლასელი: “როგორი იყო როდესაც ჯერ არაფერი არ იყო?მაგრამ რაღაც ხომ მაინც უნდა ყოფილიყო?”
მეორეკლასელი: “იქნებ,შემიძლია რამით დაგეხმარო?”
მესამეკლასელი: “რატომ მსურს სულ რამე ცუდი გავაკეთო?შენ ასე მცდი?”
მესამეკლასელი: ” რა გაგიკეთა ასეთი მამაჩემმა,რომ მას სულ არ უმართლებს?”
მესამეკლასელი: “ახლა,მეორედ შექმნიდი ადამიანს?”
მეორეკლასელი: “რა არის როდესაც ხალხს არ უყვარხარ,და უბრალოდ ეშინია შენი?”
მეოთხეკლასელი: “რა იქნებოდა დედამიწაზე,ადამს და ევას რომ არ დაერღვიათ შენი კანონი ვაშლებთან დაკავშირებით?”
მეოთხეკლასელი: “მინდა ვიცოდი რას აპირებ,დედამიწა ისევ დაიტბორება თუ დაიწვება?”
მეოთხეკლასელი: “მე დავიბადე,მიმოვიხედე…სამყარო კი უკვე ასეთი მკაცრი და ბოროტია”
მესამეკლასელი: “რატომ ლაპარაკობდნენ ადრე ცხოველები,ეხლა კი არ შეუძლიათ?ნუ, გაიხსენე,გველიც კი ელაპარაკებოდა ევას”
მესამეკლასელი: “რისთვის ვბერდებით?”
პირვეკლასელი: “შენ ბედნიერი ხარ?”
მესამეკლასელი: “რატომ ჩუქნი შენ ცხოვრებას,ხოლო მისი წართმევა ყველას შეუძლია?”
მესამეკლასელი: “რა უნდა გავუკეთოთ ცხოველებს,რომ ჩვენთან ერთად მოხვდნენ სამოთხეში?”
მეოთხეკლასელი: “შენი ადამიანი შენი მსგავსი შექმენი,და უცხოპლანეტელი?”
მესამეკლასელი: “ისე არ მოგსვლია?ვიღაც გესიმპათიურება,ის კი შენსკენ არც კი იყურება”
მეორეკლასელი: “როდესაც გიყვარს,რატომ მოგწონს ყველაფერი,ერბოკვერცხიც კი?”
მეორეკლასელი: “რამდენჯერ შევცდები სიყვარულში?სამჯერ უკვე არის”
მეოთხეკლასელი: “რისთვის დავიბადე მახინჯი?”
მეოთხეკლასელი: “მე ძალიან გარცხვენ?”
მესამეკლასელი: “შეიძლება ხანდახან დამესიზმრო?”
მეორეკლასელი: “მიეცი ჯანმრთელობა,ბედნიერება დედას,ბებია,ბიძია ტომს,ბარის,ალექსანდრეს და ჩემს სხვა მამებს”
მეოთხეკლასელი: “ღმერთო,მე ყველაფრისთვის მადლობელი ვარ,რაც ადრე გაგიკეთებია ჩემთვის.მაგრამ ახლა დამეხმარე,მამაჩემი ციხეში არაფრის გულისთვის ჩასვეს და ახლა უკვე 8 თვე ზის.მე მას ყოველთვის ველოდები,რომ შემეძლოს- გავანთავისუფლებდი.ძალიან გთხოვ,დამეხმარე.ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.მერე არ შეგაწუხებ,სიკვდილიც კი რო მომიწიოს.”
მესამეკლასელი: “მინდა რომ ახალგაზრდობაში კარგად და ბედნიერად ვიცხოვრო,მოხუცებულობაში მარტო ბედნიერადაც შეიძლება”
მეოთხეკლასელი: “გააკეთე ისე,რომ მეორე სიცოცხლეში მე საფრანგეთში ბიჭად დავიბადო”
მეოთხე კლასელი: “გააკეთე ისე,რომ როდესაც ვცელქობ,არ მეჩხუბონ,მე ხომ ჩემი მხიარულებისთვის ვცელქობ”
მეოთხეკლასელი: “ამბობენ,რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ,ვიღაცის სახით ბრუნდება უკან.გთხოვ მინდა ვიყო ჩემი ძაღლი,ის კი ჩემს ადგილას იქნება და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით.”
მეორეკლასელი: “მომიწყე ხანგძლივი და მხიარული ცხოვრება”
მესამეკლასელი: “გააქრე ჩემი ცოდვები”
მეორეკლასელი: “მოდი შევხვდეთ სიკვდილამდე”
მესამე კლასელი: “გააკეთე ისე,რომ დედიკო და მამიკო შერიგდნენ.ღმერთო დამეხმარე,მე მოწევას დავანებებ თავს”
მეორეკლასელი: “ჩემთვის არა,კაცობრიობისთვის გთხოვ.გააკეთე ისე,რომ ყველა 11 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობდეს,ვიდრე უწერია”
მესამეკლასელი: “ნუ ბრაზდებით ადამიანებზე”
მეორეკლასელი: “მინდა რომ ჩემი დაბადების დღე,ერთხელ კი არა ხუთჯერ იყოს.საჩუქრების გამო არა…ასე უფრო ხშირად ვნახავ მამიკოს”
მეოთხეკლასელი: “ღმერთო,პირველად რომ გნახავ,არაფერს არ გთხოვ.შენ იფიქრებ- რა მორცხვი ბიჭია…და მერსედესს მაჩუქებ”
მესამეკლასელი: “შენ დაპირდი დაიცვა სუსტები,დაჩაგრულები…რაღაც ამას ვერ ვხედავ”
მესამეკლასელი: “გამოგვიგზავნე დედამიწაზე შენი შვილი…ჩვენ მას ჯვარზე არ გავაკრავთ”
მეოთხეკლასელი: “ძალიან მინდა,რომ ბავშვთა სახლიდან ბავშვებმა იპოვონ კარგი მშობლები”
მესამეკლასელი: “გთხოვ გააკეთე ისე,რომ ხალხი არ კვდებოდეს და კოღოები არ იყონ”
მეორეკლასელი: “ღმერთო,მოდი მოვრიგდეთ.მე მჯერა შენი,შენ კი-ჩემი”
მეოთხეკლასელი: “გადაარჩინე ჩვენი სულები ინვალიდობისგან”
მეორეკლასელი: “მიშვილე და შენ როცა დაბერდები,ჭიქა წყალს მოგაწვდი”
მესამეკლასელი: “მე გთხოვდით რომელიმე ცხოველს,მაგრამ თუ ძნელია,ფუმფულა სათამაშოზეც თანახმა ვარ”
მეორეკლასელი: “ჩვენ ერთად დავდიოდით ბაღში,მერე პირველ კლასში და მერე მან მითხრა ” ჩვენ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ”…მე უარესად გავხდი ვიდრე მოვკვდი”
მეოთხე კლასელი: “ნუ აი ჩვენ ვსწავლობთ,ვსწავლობთ…და რისთვის?ხომ მაინც მოვკვდებით და ჩვენი ცოდნა დაიკარგება”
პირველკლასელი: “რა საშიშია,თუ ხვალე არ დადგება”
მეოთხეკლასელი: “მეორედ როდის მოვა იესო ქრისტე?ხომ უნდა მოვემზადოთ,თორემ იგივე იქნება რაც პირველად მოსვლისას”
მეორეკლასელი: “გთხოვ,მომიტევე ჩემი ცოდვები.ვიცი ბევრი ჩავიდინე,მაგრამ არ მეგონა თუ არსებობდი”
მეოთხეკლასელი: “ყვავილები უკეთესი გამოგივიდა,ვიდრე ადამიანები”
მეოთხე კლასელი: “შეგიძლია თუ არა ცოდვები მაპატიო?თუ არა,მაშინ მე გავაგრძელებ ცოდვილობას,დაწყნარებული სულით”