
უკრაინელი ექსპერტი კონსტანტინე კუკუშკინი წერს, რომ კრემლის მესვეურები და მათი მხარდამჭერები სულ ტყუილად ასახელებენ მონტრეს ხელშეკრულებას იმის დასტურად, რომ თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ვერ დაუკეტავს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებს, თუ ომი არ გამოუცხადეს.
კუკუშკინი წერს: „მონტრეს კონვენციაზე დაყრდნობით დღეს ძალიან ბევრი ლაპარაკობს, რომ თურქეთს ბოსფორისა და დარდანელის ჩაკეტვა სამხედრო ხომალდებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, როცა მას ომს გამოუცხადებენ. ასე არ არის. კონვენციაში კიდევ ორი საინტერესო პუნქტია:
იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნია, რომ მას უშუალოდ ემუქრება ომის საშიშროება, თურქეთს მინიჭებული აქვს უფლება, სრუტეებში გაატაროს ან არ გაატაროს ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ხომალდი.
თურქეთთან არათუ ომი არ შეიძლება, თურქეთის დამუქრებაც არ შეიძლება. ასე რომ, ეს თქვენი „ისკანდერები“ იმ ადგილიდან ცოტა ქვემოთ გაიკეთეთ, სადაც ერდოღანმა დანა გატაკათ.
და კიდევ: ისეთი ომის შემთხვევაში, სადაც თურქეთი არაა მეომარი მხარე, სრუტეები უნდა დაიკეტოს ომში ჩაბმული ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო ხომალდებისთვის.
ილოცეთ იმაზე, რომ ერთ დღესაც ერდოღანმა სირიაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაცია ომად არ მიიჩნიოს. და ყველაფერი საერთაშორისო უფლებების შესაბამისად იქნება - რასაც ასე ძალიან აწვება ვოვა პუტინი“.