
ირკუტსკის ჰოსპიტალში დღეს დილით გარდაიცვალა 4 წლის ბიჭუნა, რომელიც დედამ მისი 2 წლის ძმასთან ერთად მაღალსართულიანი სახლის ფანჯრიდან დედამ 27 ნოემბერს გადააგდო. მისი ძმა ტრაგედიის დღესვე დაიღუპა. ადგილზე დაიღუპა ასევე დედა, რომელიც ფანჯრიდან შვილების გადაგდების შემდეგ თვითონაც გადმოხტა.
მომხდარი ტრაგედიის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. დედა არ ირიცხებოდა ფსიქიურად ავადმყოფებს შორის, რამდენიმე დღით ადრე კი უმცროს ბიჭს მეთვალყურედ ახლდა კლინიკაში, სადაც ის ბრონქიტს მკურნალობდა. მომხდარს ვერ ხსნის ვერც ბავშვების მამა და ქალის ქმარი. როგორც მედიკოსებმა რუსულ გამოცემას უთხრეს, ის მომხდარით შოკირებულია. ტრაგედიის მომენტში მამაკაცი შინ არ იმყოფებოდა.
მეზობლები აღნიშნავენ, რომ ოჯახი მოწესრიგებული და ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანი იყო. ცოლ-ქმრის ჩხუბის შესახებ მათ არასდროს არაფერი გაუგიათ.