
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი რუდსკოი აცხადებს, რომ ამ დრომდე რუსული კრეისერი „მოსკოვი“ ორი თურქული წყალქვეშა ნავის მეთვალყურეობის ქვეშაა.
„ვაფრთხილებთ ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის ქვეყნებს, რომ სამიზნეები, რომლებიც წარმოადგენენ პოტენციურ საფრთხეს რუსეთის არმიისთვის, განადგურდებიან“, - აცხადებს რუდსკოი.
მისი თქმით, კრეისერი „მოსკოვი“ ამ ეტაპზე სირიის პროვინცია ლატაკიაში მდებარე რუსული ბაზის საზღვაო მხარდაჭერას ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ „მოსკოვი“ შავი ზღვის ფლოტში შემავალი გვარდიული სარაკეტო კრეისერია. სწორედ ამ კრეისერით, ოჩამჩირიდან, 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა ფოთის პორტს. მაშინ მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა.
ასვე, შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ორი თურქული წყალქვესა ნავის „ბურაკრეისისსა“ და „დოლუნაის“ მიერ კრეისერ „მოსკოვის“ მეთვალყურეობის შესახებ ჯერ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.