დონეცკში დაღუპულთა შორის ერთ-ერთი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონი აღმოჩნდა. მსოფლიო ჩემპიონი, ნიკოლაი ლეონოვი, ამოცნობილი იქნა იმ ამბოხებულებს შორის, რომლებიც 26 მაისს დონეცკის აეროპორტთან მიმდინარე შეტაკებისას დაიღუპნენ.
ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. იგი მანქანაში სხვა ტერორისტებთან ერთად იჯდა, უკრაინელმა ძალოვნებმა ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნით ააფეთქეს.
სპორტსმენის ცხედარი დნეპროპეტროვსკში გადაასვენეს. ლეონოვი მსოფლიო ჩემპიონი 2007 წელს გახდა. 26 მაისს დონეცკში განახლდა ბრძოლები, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების გამო დროებით შეჩერებული იყო.
აეროპორტთან მიმდინარე ბრძოლების შედეგად სხვადასხვა მონაცემებით 100-დე ტერორისტი დაიღუპა. ქალაქში შეტაკებები ამ დრომდე არ წყდება.