-
2014-05-31 12:34
გუშინ ოზურგეთში, „ბურჯანაძე-დემოკრატების“ წარმომადგენლის სახლში „კალაშნიკოვის“ ტიპის იარაღის აღმოჩენასთან დაკავშირებით, დღეს პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პარტიის ოზურგეთის მერობის კანდიდატმა კახა ჩავლეიშვილმა განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით მას სრული საფუძველ აქვს განაცხადოს, რომ ამაში კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელი ურევია.
„მომხდარი ფაქტი წარმოადგენს „ქართულ ოცნებასთან„ დაახლოებული კლანის და სუს-ის მაღალჩინოსნების ერთობლივ უნიჭო შემოქმედებას, რომლის მიზანიც იყო დღეს, ოზურგეთში ჩამოსული პრემიერ-მინისტრისთვის საჩუქრად მიერთმიათ ამოღებული კალაშნიკოვი დაპატიმრებული "შეიარაღებული ოპოზიცია“.