უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში უარის თქმის გამო, ვოლინსკის სახელმწიფო ავტოინსპექციის 12 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ მინისტრმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა-იტყობინება ლენტა.რუ.
„მილიციის სახელის დისკრიმინაციისა და ფიცის გატეხვის გამო, მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ემსახურო ქვეყანას ნიშნავს გქონდეს სიმამაცე და არა მხოლოდ ჯოხი იქნიო “-ნათქვამია შს მინისტრის განცხადებაში.
უკრაინელი ძალოვნების სპეცოპერაცია, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში 2014 წლის აპრილიდან დაიწყო.