
„აფხაზეთის ხმა“ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთში გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ.
ფოტოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას შემდეგაა გადაღებული, რაც იქ დაჩქარებული ტემპებით წარიმართა და დასრულდა რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა.
ფოტოს ავტორები თავად რუსი ოკუპანტი სამხედროები არიან, რომლებმაც ისინი სხვადასხვა სოციალურ ქსელში, პირად გვერდებზე ატვირთეს.