-
2014-01-24 01:48
უკრაინულ და რუსულ ფორუმებში ისევ აქტუალური გახადეს თემა, რომელიც ათი წლის წინ ძმები კლიჩკოების მიერ დასავლეთგერმანული გამოცემა „მაქსისთვის“ გადაღებულ ფოტოსესიას უკავშირდება.
10 წლის წინ ამ ფოტოებს არანაირი ფურორი არ მოუხდენია, პირიქით, უკრაინაში ეს ფოტოსესია ძმების პოპულარობით ახსნეს, მაგრამ როგორც კი ვიტალი კლიჩკომ პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა, მაშინვე წამოსწიეს თემა და მის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად გამოიყენეს.
მას შემდეგ თემა პერიოდულად იწევს წინა პლანზე იმის მიხედვით, თუ როგორია ვიტალი კლიჩკოს რეიტინგი. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე რუსული გამოცემები და მართვადი ფორუმები ისევ ვიტალი კლიჩკოს მზარდმა რეიტინგმა შეაშფოთა.
აღსანიშნავია, რომ ეს ფოტოები 23 იანვრის საღამოს საათებში „ფეისბუქის“ ქართველ მომხმარებელთა იმ ნაწილშიც ვრცელდება, რომლებიც კლიჩკოს მეთაურობით ქუჩაში გამოსულ უკრაინელ ხალხს „კრიმინალებად“, ხოლო თავად პროცესს „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად“ მოიხსენიებს.
