
10 წლის ტანმოვარჯიშე ა. ა.-ძე, რომელიც სანაპიროს ქუჩაზე მდებარე დარბაზში მწვრთნელმა, ლუბოვ სერგოვანცევამ სცემა, ტვინის შერყევის დიაგნოზით სახლში მკურნალობს -
ინფორმაცია ამის შესახებ ბავშვის ნათლიამ „ფეისბუქზე“ გაავრცელა და მწვრთნელის დასჯა მოითხოვა.
ა. ა.-ძის ფოტოსა და ზემოთაღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ „აფხაზეთის ხმა“ მაკო მალანიას დაუკავშირდა, რომელმაც დაადსტურა, რომ 10 წლის გოგონა მწვრთნელმა სცემა და ამჟამად სახლში მკურნალობს.
მისივე თქმით, თვითონ ჩათვალა, რომ ინფორმაცია ყველას უნდა სცოდნოდა და ფოტოც და მომხდარი ამბის აღწერაც სწორედ ამიტომ გაავრცელა.
10 წლის ა. ა.-ძე, მისი ნათლიის თქმით, ვაკეში, დახურულ საცურაო აუზთან, ტანვარჯიშის ფედერაციასთან არსებულ ჯგუფში დადიოდა ტანვარჯიშზე, ლუბოვ სერგოვანცოვა კი მისი მწვრთნელია.
მაკო მალანიამ მწვრთნელის მიერ „ფეისბუქზე“ გახსნილი მისი გვერდიც მიგვითითა, სადაც სერგოვანცოვას მოწაფეებთან გადაღებული ფოტოებიც აქვს გამოქვეყნებული.
თავად მწვრთნელს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.