უანგარო ჩახუტება (ვიდეო)

Image

ჯუან მანი – ესაა სახელი და გვარი პიროვნებისა, რომელსაც მსოფლიოში ფრიად პოპულარული „უანგარო ჩახუტების“ აქციის იდეა სპონტანურად დაებადა.

 

ავსტრალიელი ჯუანის ცხოვრებაში ერთ მშვენიერ დღეს დადგა დრო, როცა პირადი პრობლემების გამო იძულებული გახდა, ლონდონიდან მშობლიურ ქალაქ სიდნეიში დაბრუნებულიყო. მას იქ უკვე არავინ ელოდა. არც ისეთი ჰყავდა ვინმე, ვისაც დაბრუნებით გაახარებდა:

 

„არავისთან შემეძლო დამერეკა და ჩემი დაბრუნებით გამეხარებინა. ჩამოსული მგზავრების ტერმინალში დიდხანს ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ეხუტებოდნენ ჩამოსული და დამხვედრი, წამსვლელი და დამრჩენი ადამიანები ერთმანეთს. ძალიან მინდოდა, ყოფილიყო ვინმე ისეთი, ვინც ჩემი ჩამოსვლით გაიხარებდა, გამიღიმებდა და ჩამეხუტებოდა“, – იხსენებს ჯუანი.

 

იდეა სპონტანურად დაებადა: აიღო მუყაოს მოზრდილი ნაგლეჯი, მარკერი და დიდი ასოებით დააწერა: FREE HUGS. მერე ყველაზე ხალხმრავალ უბანში გავიდა. წარწერა ორივე მხრიდან იკითხებოდა და გრძნობდა, როგორ უცქერდნენ გამვლელები უცნაურ ახალგაზრდას: ზოგი ათვალწუნებით, ზოგი ირონიული ღიმილით, ზოგი კი, უბრალოდ, მზერას არიდებდა.

 

„უცებ, ვიგრძენი, რომ ზურგიდან ვიღაც შემეხო და მოვტრიალდი. ჩემს წინაშე დაბალი მოხუცი იდგა, რომელმაც დაიწყო მოყოლა, როგორი ძნელი დღეები უდგას, როგორ უჭირს, რადგან შვილი დაეღუპა ავტოკატასტროფაში. მას ხმა უკანკალებდა. მე ჩავიმუხლე, ხელები გავშალე და ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ ისე, რომ ორივე ვტიროდით. მაგრამ ეს შვების ცრემლები იყო“, – ამბობს ჯუანი.

 

ნავსი გატყდა: ადამიანები კითხულობდნენ წარწერას, ჩერდებოდნენ, ჯერ აკვირდებოდნენ ჯუანს, ხოლო შემდეგ უმრავლესობა მიდიოდა მასთან და ეხუტებოდა, თანაც, გულიანად იღიმებოდა. რა თქმა უნდა, გურამ დოჩანაშვილის ერთი საოცარი ფრაზა: „წრფელი ღიმილი ყველაფერზე მეტად გადამდებია, მთქნარებაზეც კი...“ საქართველოს გარდა, დანარჩენ მსოფლიოზეც ვრცელდება და მალე ჯუანი მის ირგვლივ შეკრებილი უანგარო, გულწრფელი ჩახუტების მსურველებისთვის მკლავების გაშლას ვერ აუდიოდა.

 

აქცია მთელ მსოფლიოს მოედო და მას აქტიურად აღნიშნავენ. ის შარშან საქართველოშიც აღნიშნეს – 2010 წლის 23 აგვისტოს. მსვლელობა ვერის პარკიდან დაიწყო და რუსთაველის ძეგლთან დასრულდა. ჩვენს თანამემამულეებს მაინცდამაინც არ უაქტიურიათ, თუმცა, დასაწყისისთვის მაინც არა უშავდა...

 

კაცმა რომ თქვას, ამ აქციიის ჩასატარებლად ერთი კონკრეტული დღე სულაც არაა დადგენილი. ასე რომ, თუკი იგრძნობთ, რომ ადამიანური მხარდაჭერა გჭირდებათ, ან ჩათვლით, რომ თქვენი მხარდაჭერა სჭირდება ვინმე, თქვენთვის სრულიად უცნობ ადამიანს და მზად ხართ ამ მხარდაჭერისთვის გრძნობების გასაცემად ან მისაღებად, და თუ გაიხსენებთ „ადამიანი ადამიანისთვის მგელიას“ საპირისპირო გამოთქმას – „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“, იმედია, მარკერის შოვნა არ გაგიჭირდებათ და საბედნიეროდ, არც მუყაოს ნაგლეჯია დეფიციტი...

 

ლაშა ბერულავა

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

ნინოობას პატრიარქი საზეიმო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს

2020-06-01 11:14
დღეს, 1-ელ ივნისს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს...

საქართველოში დღეიდან ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება

2020-06-01 11:12
დღეიდან საქართველოში ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები იხსნება. შესაბამისი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა

2020-06-01 11:10
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. ამის...

ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრის დროს დაინფიცირდა, რადგან „პირმა მაგიდაზე ჭიქა ისე დადო, რომ ხელთათმანი არ ეკეთა“

2020-06-01 11:09
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ერთ-ერთ სამუშაო შეხვედრაზე...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.4626
0.0740
100
RUB
 - 
4.4772
0.0254
1
USD
 - 
3.1172
0.0589