ალკოჰოლზე ან ნარკოტიკის გავლენაზე შემოწმების უარი მძღოლს მართვის უფლებას 3 წლით დააკარგვინებს

Image

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში" ინიცირებული ცვლილების მიხედვით, მძღოლი, რომელიც უარს იტყვის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ტესტის გავლაზე, 3 წლით მართვის უფლების ჩამორთმევით დაისჯება.

 

მძღოლი, რომელიც ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებაზე უარს იტყვის, სამი წლის ვადით, მართვის უფლებას დაკარგავს. 

ასეთ შემთხვევებზე, მოქმედი კანონმდებლობით, მძღოლებს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა უწევთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს კანონმდებლობის გამკარების ინიციატივით მიმართა და ურჩი მძროლებისთვის სამი წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევის წინადადებით გამოვიდა. ცვლილებები  შედის.

მკაცრდება კანონმდებლობა მძოლებისთვის, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ აქვთ, ან ჩამორთმეული აქვთ და სიმთვრალის დასადგენად შემოწმებას თავს არიდებენ. აღნიშნული კატეგორიის მძღოლების ასეთი ქმედება 2000-ლარიან ჯარიმასთან ან 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობასთან იქნება დაკავშირებული.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, ამ მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრება ნასვამობისთვის 200-ლარიანი ფულადი ჯარიმის 6-თვის ვადით მართვის უფლების შეჩერებით შეცვლას უკავშირდება.

"თუკი პირს ეცოდინება, რომ შემოწმებისთვის თავის არიდების გამო მას მხოლოდ 500 ლარის გადახდა მოუწევს და ამით მართვის უფლებას შეინარჩუნებს, რა თქმა უნდა, შეეცდება შემოწმებას თავი აარიდოს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მისივე თქმით, სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის განმავლობაში 200 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მძღოლს შემოწმების შედეგად 200 ლარის გადახდა უწევდა, თუმცა შემოწმებას თავი აარიდა და 500 ლარი გადაიხადა.

რედაქტორის რჩევით

პარლამენტში შესაძლოა, ორი კომიტეტი გაუქმდეს

2020-05-26 13:57
პარლამენტში კომიტეტების რაოდენობა 15-დან 13-მდე შესაძლოა, შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში...

ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ

2020-05-26 13:08
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

სალომე სამადაშვილი - ბატონ გახარიასთან უამრავი შეკითხვა გვაქვს

2020-05-26 12:57
ბატონ გახარიასთან უამრავი პოლიტიკური შეკითხვა გვაქვს, რაც ეხება იმას, რომ საქართველოს დღევანდელი...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?


ვალუტა

1
EUR
 - 
3.4801
0.0000
100
RUB
 - 
4.4615
0.0000
1
USD
 - 
3.1916
0.0000