
საქართველოს პრეზიდენტმა ხუმრობით დაიწყო პასუხის გაცემა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ქუთაისში, როცა მედიის წარმომადგენელი იმით დაინტერესდა, თუ რა შეიცვალა პარლამენტის გადმოტანით ქუთაისში.
თეონა მანაგაძემ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სეკითხვა ასე ჩამოუყალიბა:
"როგორც თქვენ აცხადებდით, პარლამენტის ქუთაისში გადატანით მოხდებოდა ქალაქის დეცენტრალიზაცია და იმერეთის რეგიონი უფრო მეტად განვითარდებოდა. თუ ფლობთ ინფორმაციას, რა შეიცვალა ქუთაისში? 9–ის ნახევრის მერე მარშრუტი არ დადის. ასევე, თუკი ასეთი მნიშვნელოვანია პარლამენტის ქუთაისში არსებობა, რატომ არ აქტიურობენ "ნაციონალები", რატომ არ დადიან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველ სხდომაზე?“.
სანამ შეკითხვაზე პასუხს გასცემდა, საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტს მიმართა: "თქვენ ახლა ჩემი მიჭირხვნა გადაწყვტიეთ?".