-
2013-10-16 11:54
ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმირ პოზნერმა უარი განაცხადა, ყოფილიყო სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე. პროგრამის მიხედვით, მას ოლიმპიური ჩირაღდანი ვლადიმირის ოლქში უნდა ჩაეტარებინა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოზნერი არ იქნებოდა მეჩირაღდნე, მანამდეც არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს ინფორმაცია უარყო, სანამ თავად პოზნერმა არ განაცხადა, რომ მეჩირაღდნეობას არ აპირებს. ამასთან, პოზნერს უარის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, ოლიმპიური ცეცხლი რუსეთში მოგზაურობს. მოგზაურობამ სტარტი 7 ოქტომბერს აიღო და 7 თებერვალს სოჭში დასრულდება. ამ დროისთვის, ოფიციალური ცნობებით, რუსეთში 15 ათასამდე მეჩირაღდნეა.