
ტუნისიდან სომალიმდე არეალის ქვეყნებიდან გოგონებს გზავნიან სირიაში „დროებითი ქორწინების“ პირობებში.
ბევრი სამშობლოში ბრუნდება მხოლოდ იმისათვის, რომ გააჩინოს ბავშვი, რომელიც ვერასდროს გაიგებენ ბიოლოგიური მამის ვინაობას და უკანონო ბავშვად ჩაითვლებian. აღნიშნულ თემაზე გაზეთ „La Stampa“-ს კორესპონდენტი წერს.
„ისინი არ არიან ჩვეულებრივი დედები - ისინი ტუნისელი გოგონები არიან, რომლებიც სირიაში ერთადერთი მიზნით მიდიან: რათა აჩუქონ ასადის წინააღმდეგ ამბოხებულებს სიახლოვისა და ვნების რამდენიმე წუთი. საუბარია მოკლევადიან შეხვედრებზე, იმ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც ცეცხლის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს. ამ შეხვედრებს ხშირად ქალების დაორსულება მოსდევს, ეს ვითარება კი ამ ქალბატონებს სიცოცხლის ბოლომდე გასდევთ და აისახება მათი შვილების ცხოვრებაზეც“, - ნათქვამია სტატიაში.
„ამას jihad al nikah ეწოდება - საკმაოდ უცნაური ფორმულა, რომელიც რამდენიმეწუთიან ინტიმურ ურთიერთობასა და ვნებაში გამოიხატება“, - აღნიშნულია სტატიაში. – „ეს ჯიჰადი კი გოგონებისთვის არაერთგზის მეორდება. თუმცა, ეს გოგონები დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი ქმედებისკენ მათმა რელიგიამ უბიძგა და ისინი ამ ქმედებით „წმინდა ომში“ თანამონაწილეობენ.
მაგრამ მათი შვილები არამხოლოდ არაკანონიერად იბადებიან - მათ მამისა და ოჯახის გარეშე ცხოვრება უწევთ, რადგან ამ ქალბატონების ოჯახის წევრები უარს ამბობენ მსგავს შვილებსა და დებზე, მათ არ შეუძლიათ ასეთ სირცხვილში ცხოვრება“, - წერს სტატიის ავტორი.
„უფლებადმცავი ორგანოები ცდილობენ გოგონების შესვლას სირიაში ხელი შეუშალონ, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ბრძოლაა, სადაც გამარჯვების მოპოვება შეუძლებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ოჯახები ამ საკითხის განხილვაზე უარს ამბობენ, არამედ იმიტომ, რომ საქმე აქვთ ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან, რომელსაც იმამები და მომლოცველები მეჩეთებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში ახორციელებენ - ისინი გოგონებს არწმუნებენ, რომ მათი სხეული არაფერია „წმინდა ომთან“ შედარებით“, - ნათქვამია სტატიაში.