
"ფიშკი.ნეტ" – გასართობი პორტალი, აქვეყნებს ქართველი პატარძლების ფოტოებს, რომლებმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია ინტერნეტმომხმარებლებში.
მოგვიანებით, ფოტობლოგის კომენტარების ველზე განხილვას, სადაც, რატომღაც ღვარძლიანი კომენტარები სჭარბობდა, ქართველებიც შეუერთდნენ და აგრესიას ბევრმა აგრესიითვე უპასუხა.
რაც შეეხება ფოტოებს, მასზე ცნობილი ან ნაკლებად ცნობილი ქართველი პატარძლები ქორწილის დღეს არიან გადაღებული.