
აზერბაიჯანელი- ასეთი ეროვნება არ არსებობს, - ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე ,,ლიბერალურ- დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.
ჟირინოვსკიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინაზე, აზერბაიჯანსა და იმ რამდენიმე ქვეყანაზე, რომლებიც ყოფილ საბჭოთა კავშირში შედიოდნენ.
ჟირინოვსკიმ აღნიშნა, რომ საერთოდ არ არსებობს აზერბაიჯანელი, როგორც ეროვნება. მისი თქმით, სიტყვა ,,აზერბაიჯანელი“ რუსულ ენზე ნიშნავს „კასპიელს“.
,,როგორ ითარგმნება აზერბაიჯანი რუსულ ენაზე? ,,აზერ“- ხაზარ დენიზ, რომელიც არის კასპიის ზღვა , ,,ბადჟა“- მხარე. აქედან გამოდის რომ ,,აზერბაიჯანელია“ –ნიშნავს იმ ხალხს, რომლებიც ცხოვრებენ კასპიის ზღვის ნაპირზე. რუსულად- კასპიელები. ეს რა, ეროვნებაა?“- განაცხადა ჟირინოვსკიმ.