
"რუსთავი–2"–ის იუმორისტულ გადაცემაში წარმოდგენილ ახალ ლექსში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აისახა.
"ბიძინა თუ მოგენატრათ, აქციები გამართეთ, მიშა თუკი მოგენატრათ, CNN-ზე გადართეთ", – ამბობს "პოეტი", რომელიც მანამდე გზებზე არსებულ ორმოებზე და ყირიმისკენ რუსეთის ჯარის დაძვრაზე წუხს.