-
2014-03-16 00:36
დაახლოებით ორი საათის წინ თბილისში, აეროპორტის გზაზე, ვარკეთილის ხიდის მოაჯირი გაიტანა და ქვედა გზაზე გადავარდა BMW-ს მარკის ა/მანქანა, რომელიც მოძრავ მიკროავტობუსს დაეცა.
როგორც შსს იტყობინება, იშვიათი ავარია უმსხვერპლოდ დასრულდა – მხოლოდ ორი ადამიანი დაშავდა, თუმცა, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ მიუღით.
მომხდარი ავარიის შესახებ თავდაპირველად ცნობა საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტმა" გაავრცელა.
ორივე დაშავებული გადაყვანილია კლინიკაში, სადაც მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამ დროისთვის ავტომაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია.
შენიშვნა: ფოტო მასალას ერთვის თემატური კავშირის პრინციპით და არ ასახავს თბილისში მომხდარ ავარიას