
დაგჭირდებათ: თმის 16 რეზინი, სავარცხელი ბასრი წვერით, 2 საღებავი (სასურველი ელფერის მიხედვით, ერთი ოდნავ მუქი მეორეზე), თმის პლასტმასის სამაგრები (3-4 ცალი).
1. დაყავით თმა 4 თანაბარ ნაწილად
უნდა გამოვიდეს 4 კვადრატი. შეიკარით ოთხივე ნაწილი რეზინებით.
2. და კიდევ ერთხელ
ახლა კი მოიხსენით ერთი რეზინი და კვლავ დაყავით თმის ეს ნაწილი 4-ად, შეიკარით ოთხივე რეზინებით. გაიმეორეთ იგივე დარჩენილ 3 ნაწილ თმაზე.
3. გამოყავით დალალები
სავარცხლის ბოლოთი თითო კუდიდან 5-6 თხელი დალალი გამოყავით.
4. წაისვით ღია ფერის საღებავი
თხელ დალალებზე წაისვით ღია ფერის საღებავი.
5. წაისვით მუქი ფერის საღებავი
აქ ორი ვარიანტია: მოიხსნათ რეზინები ან არა. პირველ შემთხვევაში თმას ძირებიდან შეღებავთ, მაგრამ უკვე შეღებილი თმის დაყოფა მოგიწევთ. მეორე შემთხვევაში ძირები შეუღებავი დარჩება, მაგრამ ფერთა საინტერესო შეხამებას მიიღებთ.
6. ჩამოიბანეთ
გარკვეული დროის შემდეგ ჩამოიბანეთ საღებავი და ეფექტი მზად არის!
მნიშვნელოვანია: ეს მეთოდი არ გამოდგება ფერის რადიკალურად შეცვლისთვის, ასევე, ჭაღარა თმაზე.