რჩევები იდეალური პასკის გამოსაცხობად

Image
1. როგორც იცით პასკას აღდგომამდე აცხობენ. სანამ მომზადებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად მოაწესრიგეთ სამზარეულო და საკუთარი აზრები. ცომის მოზელვისას მნნიშვნელოვანია სულიერი სიმშვიდე: იფიქროს მხოლოდ კარგზე, არსად გეჩქრებოდეთ, არ ყვიროდეთ და არ ჩხუბობდეთ.
 
2. საფუვრიანი ცომი მეტეოდამოკიდებულია: მას უყვარს სითბო და არ უყვარს სიცივე და ორპირი. ამიტომაც იზრუნეთ კომფორტულ ტემპერატურაზე და აუცილებლად წინასწარ გაახურეთ ღუმელი.
 
3. გამოიღეთ ყველა პროდუქტი წინასწარ მაცივრიდან: ცომის მოზელვისას ისინი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.
 
 4. სწორად შერჩეული საფუარი – კარგი პასკის გამოსვლის საწინდარია. შეარჩიეთ ცოცხალი – ნოტიონ, პლასტელინის მსგავსი საფუარი და არა მშრალი. ასე პასკა ბევრად კარგად ამოვა. 
 
 5. სანამ ცომს მოზილავდეთ, აუცილებლად გაცერით ფქვილი: ეს კიდევ ერთი გარანტია კარგი პასკის გამოსვლის.
 
6. იმისათვის, რომ ცომი კარგად ამოვიდეს, საფუვრიანი მასა (საფუძველი) ჩადგით თბილ წყლიან (და არა ცხელ) ჯამში და გადააფარეთ სუფთა ჩაისტილო.
 
 7. პასკის ცომი აუცილებლად ხელით უნდა მოზილოთ. ამასთან დიდხანს – იქამდე, სანამ ცომი თავისფულად მოცილდება ჯამს და არ იქნება წებოვანი.
 
გულსართის დამატება და ცხობა
 
 8. იმისათვის, რომ ლამაზი, ოქროსფრად დაბრაწული პასკა მიიღოთ, გამოიყენეთ ახალი სოფლის კვერცხი და დაუმატეთ ცომში ცოტაოდენი კურკუმა. იგივე ეფექტის მისაღებად გამოდგება ზაფრანას ნაყენი: 1 ჩ/კ დაფქულ ზაფრანას დაასხით 50 მლ არაყი, დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ რამდნეიმე საათი.
 
 9. არომატისთვის ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი ვანილი, მუსკატის კაკალი, კარდამონის დანაყილი თესლი ან 2-3 ს/კ ოქროსფერი რომი.
 
10. ქიშმიშის გარდა ცომში შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი კურაგა. ციტრუსის ცედრა, ნებირმიერი ცუკატები ან დაჭრილი ნიგოზი, ნუში ან თხილი.
 
 11. პასკის გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ფსკერზე ჩააფინეთ ქაღალდის წრე, ფორმის დიამეტრზე ოდნავ პატარა: ასე პასკას მარტივად ამოიღებთ ფორმიდან.
 
 12. გაავსეთ გამოსაცხობი ფორმა ცომით 1/3 –დით და გააჩერეთ თბილ ადგილას იქამდე, სანამ მოცულობაში არ გაორმაგდება. ცომის ბოლომდე ამოსვლას ნუ დაელოდებით: ცხობისას ის კიდევ გაიზრდება მოცულობაში.
 
 13. გამოუცხობი პასკის შუაში ჩაარჭვეთ ხის ჩხირი. ეს საშუალებას მისცემს ცომს თანაბრად ამოვიდეს, ხოლო თქვენ მიგახვედრებთ – გამოცხვა თუ არა უკვე პასკა. თუ კექსი მზად არის, ცომიდან ამოღებული ჩხირი მშრალი უნდა იყოს და სუფთა.
 
14. ღუმელის ქვედა თაროზე ცხობისას დადგით წყლიანი ჯამი, ასე პასკა უფრო ნაზი გამოვა. ცხობისას ღუმელის კარს ნუ გამოაღებთ: შესაძლოა ცომი ჩავარდეს და აღარ ამოვიდეს.
 
15: თუკი ხის ჩხირი ჯერ კიდევ ნამიანი, ხოლო პასკის ზედაპირი უკვე დაბრაწული – დააფარეთ მას კარაქწასმული ფოლგა.
 
პასკის გაფორმება
 
 16. იმისათვის, რომ მინანქარი არ დასკდეს, წაუსვით ის კარგად გაცივებულ პასკას.
 
 
 17. ოდნავ მომჟაო გემოსთვის კვერცხის ცილისა და შაქრის პუდრისგან მომზადებულ კლასიკურ მინანქარში ჩაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.
 
18. “თეთრქუდიან” პასკებს შეგიძლიათ მოაყაროთ ქიშმიში და მოასხათ გამდნარი შოკოლადი. თუ გსურთ, რომ ფერადი პასკები მიიღოთ, შეგიძლიათ თეთრ მინანქარში ჩაუმატოთ ცოტაოდენი ჭარხლის, სტაფილოს ან ახალგამოწურული ოხრახუშის წვენი.
 
 19. ფერადი, მზა კულინარიული მოსაყრელის მაგივრად აჯობებს გამოიყენოთ ცუკატები, მარციპანის ფიგურები და ცოცხალი ყვავილებიც კი.
 
 20. მზა პასკები კარგად გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და ფრთხილად შეახვიეთ საცხობ ქაღალდში – ასე მათ დიდხანს შეინახავთ რბილად.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !