1. ღია ფერის ჩრდილები ვიზუალურად ადიდებს ყავისფერ თვალებს;
2. ყავისფერი თვალები თავისთავად არის მკვეთრი აქცენტი, რომელიც ყურადღებას იქცევს;
3. მეტალის ფერები (ოქროსფერი და ვერცხლისფერი) საუკეთესო არჩევანია მდიდრული იერის მისაღებად;
4. ღია ფერის ჩრდილი თვალების შიდა კუთხეებში უნდა გაიკეთოთ;
5. თუ თვალების გამოკვეთა გსურთ, სახის ზოგადი მაკიაჟი უფრო მშვიდი და დამჯდარი უნდა იყოს;
6. ყავისფერთვალებიან გოგონებს ძალიან უხდებათ წამწამების ფერადი ტუში;
7. ყავისფერი თვალებისთვის მაინც ყველაზე ეფექტურია ლურჯი და იისფერი ჩრდილები;
9. ყოველდღიური მაკიაჟისთვის სცადეთ კარამელისა და ყავისფერის თბილი ტონები;
10. თუ მაინცდამაინც ყავისფერ მაკიაჟს ხართ მიჩვეული, ის თქვენი თვალების ფერზე ერთი ტონით ღია ან მუქი მაინც უნდა იყოს.