
კორონავირუსის გამო, სპორტული დარბაზები დაიხურა.ჰოლივუდელმა მსახიობმა კრის ჰემსვორტმა გადაწყვიტა, სახლში გამოკეტილ ადამიანებს დახმარებოდა და ყველა მსურველს უფასო სპორტულ პროგრამას სთავაზობს.
ამიტომ თუკი სახლში ხართ და არ იცით დრო როგორ გაიყვანოთ, ასეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ და ჰოლივუდის სექსსიმბოლოსთან ერთად ივარჯიშოთ. პროგრამა 6 კვირიანია და მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ოფიციალურ გვერდზე უნდა გაიაროთ. https://centr.com/join-us
აღსანიშნავია, რომ კრისთან ერთად წვდომა სხვადასხვა ცნობილი ფიტნეს თუ იოგის ინსტრუქტორებთან და კვების სპეციალისტებთან გექნებათ. საიტზე გარდა ყოველდღიური ვარჯიშებისა, ასევე კვების გეგმა, სწორი რეცეპტები, ძილის განრიგი და სხვა საინტერესო ინფორმაციაა თავმოყრილი.