-
2020-03-27 17:34
სასოწარკვეთილი დიასახლისები
DESPERATE HOUSEWIVES
პირველი ფილმი/სერიალი, რომელიც მსახიობმა გაგვიზიარა 4 დიასახლისზე მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრში –თანამედროვე დიასახლისი ქალბატონებია, რომლებიც მშვიდ ქალაქში ცხოვრობენ და პირად ბედნიერებას ეძებენ. სუზანი მარტო დარჩა მას შემდეგ, რაც ქმარმა მდივანზე გაცვალა. ყოფილი ფოტომოდელი გაბრიელი, რომელიც ანგარებით გათხოვდა, მიხვდა, რომ ფული კი არა ნამდვილი სიყვარული სჭირდებოდა და ახალგაზრდა მებაღესთან გააბა რომანი. ბრი გაბზარული ქორწინების შენარჩუნებას და ნარკომან ვაჟთან და პრეტენზიულ ქალიშვილთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს.

სექსი დიდ ქალაქში
SEX AND THE CITY
რაც შეეხება მეორე ფილმის მისი რეზიუმე შემდეგნაირია :ნიუ-იორკელი მწერალი, რომელიც ჟურნალში სექსის და სიყვარულის შესახებ სტატიებს წერს, საბოლოოდ მისი ოცნების მამაკაცს მისტერ ბიგს მიყვება ცოლად. მისი სამი განუყრელი მეგობრიდან ერთერთი, მისდაუნებურად "მისტერ ბიგ"-ს ქორწილის დღეს ქერის მიტოვებისკენ უბიძგებს.

მე შენამდე
ME BEFORE YOU
მესამე ფილმი, რომელიც მსახიობმა გაგვიზიარა : ფილმი Jojo Moyers-ის წიგნზეა დაფუძნებული და ორი განსხვავებული პერსონაჟის ამბავს გვიყვება: ლუ, პატარა გოგონაა, რომელიც მძიმე სამუშაოებს შორისაა გაჭედილი და უილი, წარმატებული მამაკაცი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად დაინვალიდდა. უილი ფიქრობს, რომ მის სიცოცხლეს აზრი არ აქვს, მაგრამ მომვლელ ლუსთან ურთიერთობის შემდეგ ყველაფერი იცვლება
