
„ნეტფლიქსმა“ - გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და საკმაოდ ორიგინალური ხერხი მოიფიქრა. ამერიკული არხი კარანტინის ან თვითიზოლაციის დამრღვევებს საყვარელი სერიალების დასპოილერებით დაემუქრა. სხვადახვა პოპულარული სერიალის სპოილერების ამსახველი ბილბორდები იქნება გაკრული ქუჩებში.
წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი უეცრად ბილბორდზე თქვენი საყვარელი სერიალის დასასრულს დაინახავთ. ამიტომ შეასრულეთ მთავარი მოწოდება და დარჩით სახლში - ნათქვამია განცხადებაში