
კაილი ჯენერი კორონა ვირუსთან საბრძოლველად 1 მილიონ დოლარს გამოყოფს.
ვარსკვლავმა განაცხადა, რომ საავადმყოფოებში ექიმებისთვის არასაკმარისი პირობებია შექმნილი, ზოგიერთ ადგილას პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარებიც კი არ აღარ არის უკვე ხელმისაწვდომი, ამიტომ ვარსკვლავი გამოყოფს გარკვეულ თანხას, რომ ექიმებს და კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს დაეხმაროს. როგორც იცით, კაილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება და სოციალური ქსელის საშუალებით გამომწერებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.