-
2020-03-25 15:46
სორაიას ჩაქოლვა
THE STONING OF SORAYA
პირველი და ძალიან ამაღელვებელი ფილმი, რომელიც შემსრულებელმა გაგვიზიარა , ფილმის მოქმედება ვითარდება 1980-იან წწ. ირანის ერთ-ერთ მოშორებულ სოფელში. ამ სოფელში ხვდება ჟურნალისტი, რომელსაც მიმავალ გზაზე მანქანა გაუფუჭდა. სოფელში მისვლისას იგი დახმარებას სთხოვს ადგილობრივ მცხოვრებს, რომელიც სოფლის მექანიკოსი იყო. ამასობაში ჟურნალისტი სოფელში შეხვდება ზახრას, ქალს, რომელსაც სურს მოუყვეს წინა დღეს დატრიალებულ ტრაგედიაზე. ზახრა ჟურნალისტს შემზარავ ამბავს მოუყვება, რომელიც თავს გადახდა მის დისშვილს – სორაიას და თან სთხოვს ჟურნალისტს, რომ ეს ისტორია მთელ მსოფლიოს მოუთხროს. თუ როგორ ნვითარდება მოვლენები, ამას ფილმში თავად ნახავთ.

იესო
THE JESUS FILM
როგორც მარკუსი ამბობს, ამ ფილმმა, წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. ფილმი იესოზე მოგვითხრობს ,,ლუკას სახარების“ მიხედვით. რეჟისორი ჯონ ჰეიმანი. სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით, ეს ფილმი იესოს ზებუნებრივ გმირად არ გვიხატავს. სწორედ ისეთივეა, როგორსაც ლუკა ახასიათებს მისი ცხოვრების და მოღვაწეობის აღწერისას.

ეშმაკი ატარებს პრადას
THE DEVIL WEARS PRADA
რაც შეეხება მესამე ფილმს, ეს ძალიან სახასიათო ჟანრია, რომელიც ახალგაზრდა ჟურნალისტ გოგონაზე მოგვითხრობს. მან კოლეჯი ახლახან დაამთავრა, მიემგზავრება ნიუ-იორკში და ოცნებობს გახდეს ჟურნალისტი. ის დროებით იწყებს მუშაობას მოდის ჟურნალის ძლევამოსილი და მომთხოვნი რედაქტორის, მირანდა პრისტლის ასისტენტად, რომელიც აუტანელი ხასიათითაა ცნობილი. დანარჩენს ფილმში თავად ნახავთ.
