-
2020-03-23 14:38
ამადეუსი
AMADEUS
პირველი ფილმი, რომელიც მსახიობმა და ტელეწამყვანმა გაგვიზიარა, მოვგითხრობს, მილოშ ფორმანის თვალით დანახულ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხოვრების უკანასკნელი ათი წელზე.

არაჩვეულებრივი გამოფენა
მეორე ფილმი, რომელიც მსახიობმა გაგვიზიარა, უკვდავი ქართული ფილმია, სადაც მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან, არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს. მაგრამ ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დაკვეთით მუშაობს – მიცვალებულთა ბიუსტებს აკეთებს, რადგან დიდი ოჯახი ჰყავს სარჩენი. ერთ დღეს სკოლის ამხანაგებთან შეხვედრიდან, შინ მიმავალი შექეიფიანებული აგული ცოლთან ერთად სასაფლაოზე – თავის “პერსონალურ გამოფენაზე” – აღმოჩნდება და სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა. ოცნების მარმარილოს კი თავის მოწაფეს გადაულოცავს…

ორკესტრის რეპეტიცია
ORCHESTRA REHEARSAL
რაც შეეხება, მესამე ფილმს, ეს არის ფედერიკო ფელინის იდუმალებით მოცული შედევრი, რომელსაც ფონად ნინო როტას მუსიკა გასდევს. სატელევიზიო ჯგუფი ორკესტრის რეპეტიციას იწერს, რუტინული სამუშაო მოულოდნელად კონფრონტაციაში გადაიზრდება. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ფილმში თავად ნახავთ.
