-
2020-03-21 16:12
ჯაშუში
THE SPY
პირველი ფილმი, რომელიც მსახიობმა გაგვიზიარა, მოგითხრობს ლეგენდარულ ჯაშუშზე ელი კოჰენზე, რომელმაც მოახერხა და სირიის მაღალ საზოგადოებაში შეღწია. ის რეჟიმის მაღალჩინოსანიც გახდა. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამას ფილმში თავად ნახავთ.

პარაზიტი
PARASITE
კი-ტაკის ოჯახში ყველა უმუშევარი და ღარიბ-ღატაკია. სიტუაცია მაშინ იცვლება, როდესაც ერთერთი მათგანი პარკების უმდიდრეს ოჯახში, დაიწყებს სამსახურს. განვითარებას თავად ფილმიდან შეიტყობთ.

არაჩვეულებრივი გამოფენა
მესამე ფილმი, რომელიც მსახიობმა გაგვიზიარა, უკვდავი ქართული ფილმია, სადაც მოქანდაკე აგული ერისთავი მასწავლებლის ნაჩუქარი მარმარილოს ქვისგან, არაჩვეულებრივი მონუმენტის შექმნაზე ოცნებობს. მაგრამ ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დაკვეთით მუშაობს – მიცვალებულთა ბიუსტებს აკეთებს, რადგან დიდი ოჯახი ჰყავს სარჩენი. ერთ დღეს სკოლის ამხანაგებთან შეხვედრიდან, შინ მიმავალი შექეიფიანებული აგული ცოლთან ერთად სასაფლაოზე – თავის “პერსონალურ გამოფენაზე” – აღმოჩნდება და სევდანარევი იუმორით აღიარებს, რომ ნიჭი ტყუილუბრალოდ გაფლანგა. ოცნების მარმარილოს კი თავის მოწაფეს გადაულოცავს…,
