
30 Seconds to Mars-ის ფრონტმენმა, ჯარედ ლეტომ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს:
„არც ტელეფონი მქონდა, არც ვინმესთან კომუნიკაცია, წარმოდგენა არ მქონდა, თუ რა ხდებოდა. დარჩით სახლებში და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ყველას გიგზავნით პოზიტიურ ენერგიას”
ის 2 კვირით უდაბნოში იმყოფებოდა და მედიტირებდა. სწორედ ამიტომ დარჩა ინფორმაციის გარეშე.