
გვინდა თუ არ გვინდა, ფული განუყოფელი ნაწილია ჩვენი ცხივრების. შეიძლება ითქვას, ეს ჩვენი ყოველდღიური თავსატეხიცაა. მუდმივად ვფიქრობთ, როგორ ვიშოვოთ და შემდეგ, ბიუჯეტურად როგორ დავხარჯოთ ის. მოდი, ვნახოთ, ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები როგორ ახერხებენ ამას.
მერწყული
მერწყული გიჟდება ფულის ხარჯვაზე და საერთოდ ვერ აკონტროლებს ამ პროცესში თავს. თანდაყოლილი ნიჭი აქვს, რომ ფული უმარტივესად იშოვოს.
თევზები
ზოდიაქოს ამ ნიშანს სურს მთელი სამყაროს კუთვნილი ფული მიითვისოს. ამიტომ, ყოველთვის, როცა გარვკვეულ თანხას ფლობენ, თევზები ცდილობენ გონივრული და გათვლილი ინვესტიციები გააკეთონ და მოკლე დროში დიდი ამონაგები მიიღონ. ეს მშვენივრად გამოსდით კიდეც. რაც შეეხება ხარჯვას, ძუნწები არ არიან, მაგრამ ზედმეტ ხელგაშლილობას არასოდეს ეძლევიან. ფულის დაგროვება - მათი დევიზია.
ვერძი
ვერძი ძალიან ხელგაშლილია. რაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, მით უფრო ნაკელები ფული აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ ვერძი ფულის შოვნის საკთხშიც ისეთივე წარმატებულია, როგორც ხაჯვით ნაწილში, მაგრამ მისი მხარჯველობა უფრო მფლანგველობაა, რადგან ეს ვერძისთვის საკუთარი შესაძლებლობებისა და გავლენის დემონსტრირების ერთ-ერთი საშუალებაცაა.
კურო
ზოდიაქოს ამ ნიშანს იმდენად უყვარს ფული, რომ ყველაფერი გაწერილი და გათვლილიაქვს. კურო ძალიან მშრომელია, იცის ფული როგორ იშოვოს, იცის რის ფასად შოულობს და სწორედ ამიტომ, მფლანგველობა მისგან შორს არის. თუმცა ოჯახისთვის და საყვარელი ადამიანისთვის ფული არასოდეს ენანება. ასევე უყვარს სახლის მოსაყწობად საჭირო კომფორტული და ლამაზი ნივთების შეძენაც.
ტყუპები
ტყუპებმა თავის მოხერხებულობის და საზრიანობის წყალობით, იციან ნებისმიერი ჰობის და ინტერესის სფეროდან როგორ იშოვოს ფული, თუმცა მისთვის პირველადი მნიშვნელობის საგანს არ წამოადგენს.მიღებულ შემოსავალს, ის გააზრებულად და გონივრულად ხარჯავს.
კიბო
შეიძლება ითქვას, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი, არც ისე ხელგაშილილია. მიუხედავად ამისა , ლამაზ სამოსში და საყვარელ ნივთებში, მას მაინც უწევს ფულის გაუთვალისწინებლად ხარჯვა, ხშირ შემთხვევაში, იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე აქვს გათვალისიწნებული. ასევე, არ უნდა დავუკარგოთ პასუხისმგებლობა, აღებული და გადაუხდელი ვალის მიმართ.
ლომი
ლომის არსებობა ფულის გარეშე, წარმოუდგენელია. ცხოვრების პირველ ეტაპზე, ის იწყებს ფულის შეგროვებას, ასევე ფიქრობს ფულის შოვნის ისეთ ხერხებზე, რომელიც ავტომაურად მოუტანს შემოსავალს. როდესაც დანაზოგს გააკეთებს, ის ცდილობს სიამოვენება მიიღოს ფულისგან და არ დაინონანოს გართობაში, წვეულებებში და საჩუქრებში.
სასწორი
სასწორის ნიშნის ქვეშ მყოფი ადამიანები, კატასტროფულად მხარჯველები არიან, იმდენად, რომ ერთ დღეში შეუძლიათ დახარჯონ, მთელი თავის ღვაწლი. თუ სასწორს ბევრი ფული აქვს, ცხოვრებისეულ სიამოვნებებში მისი ხარჯვა არასოდეს დაენანება და არ იფიქრებს ფინანსურ მენეჯმენტსა და მომავალზე. დღევანდელი ცხოვრებით ტკბობა,მისთვის უმნიშვნელოვანესია.
მორიელი
მორიელი თითქოს ფულით თამაშობს, შეიძლება დააბანდოს, გაამრავლოს, დაკარგოს, გამოიმუშაოს, ისევ დააბანდოს და ა.შ. მოძრაობა - აი ამ პროცესში ნახულობს მორიელი სიამოვნებას და არა ქაღალდის კუპიურებში. სწორედ ამის გამო, სანამ ზოდიაქოს სხვა ნიშნები ფიქრობენ, გააკეთონ თუ არა ინვესტიცია, შეიძინონ თუ არა ძვირადღირებული ნივთი, მორიელი უბრალოდ სიამოვნებას იღებს ამ პროცესისგან - ყიდულობს და ყიდის, აბანდებს, ნახულობს მოგებასა ან ზარალს და ისევ და ისევ ცდის ბედს.
ქალწული
ქალწული - ეს სწორედ ის იდეალური მეოჯახეა, რომელსაც ყველა ხარჯი გათვლილი აქვს და ფულიც შესაბამისად გადანაწილებული და დახარისხებული. ქალწულს აზარტულობა არ ახასიათებს და არც ფინანსურ პირამიდებში იხლართება. საყიდლებზე მუდმივად სიით დადის და არასოდეს გაუთვალისწინებელ შენაძენს არ აკეთებს.