
ახალი კვლევების თანახმად, დღეში რამდენიმე ფინჯანი ყავის მიღება, გააუმჯობესებს თქვენს
ჯანმრთელობას და გაგიხანგრძლივებთ სიციოცხლეს.
ამ კვლევებში მონაწილეობა 20 000 ადამიანმა მიიღო, ისინი დღის განმავლობაში
სულ მცირე 4 ფინჯან ყავას მიირთმევდნენ და დადგინდა, რომ მათი ადრე გარდაცვალების რისკი
თითქმის 64 პროცენტით არის შემცირებული.
ყავას, ასევე შეუძლია შეამციროს რისკები სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ,
როგორიც არის : დიაბეტი, კიბო, კანის სიმსივნე ანუ მელანომა, ალცაიმერი და ღვიძლის დაავადებები.
ყავის დახმარებით რისკების შემცირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 45 წელს მიღწეული ადამიანებისთვის,
ვიდრე ეს ხანდაზმულებში შეიძლება იყოს.
ყავა არის დატვირთული ანტიოქსიდანტებით ", - განაცხადა ყავის ეროვნული ასოციაციის სპიკერმა,
ჯო დერუპომ. ყავის მარცვალში ბუნებრივად არის აღმოჩენილი ანტიოქსიდანტები,
ხოლო დანარჩენი იქმნება გამოწვის პროცესში, სწორედ ეს ნაერთებია,
რომელიც დადებით გავლენას ახდენს ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების რისკის შემცირებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ყავას ბევრი დადებითი თვისება აქვს,
შეიძლება საზიანო იყოს ორსულებისთვის და ზოგიერთი დაავადების მქონე ადამიანებისთის.
როგორც ჯო დერუპო ამბობს, ყავის მირთმევასაც გარკვეული წესები აქვს: