-
2020-02-20 14:22
"ნატალი ჯგუფის"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელზეც სილამაზის სალონების მთელი ქსელის
მუშაობაა დაფუძნებული, კლიენტების ხარისხიანი მომსახურებაა. ბრენდმა სწორედ მაღალი ხარისხის არსებობითა და
მომსახურების განსხვავებული სერვისებით შეიძინა უამრავი ერთგული მომხმარებელი.
„ნატალის“ პირველი სილამაზის სალონი თბილისში, 1995 წელს გამოჩნდა და წლებია ბაზარზე კომპანიებს ჯანსაღ
პაექრობას პროფესიონალიზმის ხარჯზე უწევს.
"ნატალი ჯგუფს" ძალიან ხშირად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც სტუმრობენ, მათ რადიო
"აფხაზეთის ხმას" თავიანთი შთაბეჭდილებებიც გაუზიარეს.
მანიკა ასათიანი

"ნებისმიერი მომსახურების სფეროში მომხმარებლისთვის პროფესიონალიზმი აუცილებელია."ნატალი ჯგუფი" სწორედ
ამაზეა ორიენტირებული. მათი მრავალწლიანი გამოცდილება მათი მომსახურების ხარისხზე აისახება. ბრენდი
თავდაუზოგავად მუშაობს , რათა მომხმარებელს ბევრი სიახლე შესთავაზოს.ის მუდამ სიახლის დანერგვაზე მუშაობს.
გვთავზობენ იმას, რაც ქალებს და არა მარტო ქალებს, ასე ძალიან გვჭირდება. უნდა შევეხო მათ ახალ წამოწყებას -
ნატალი აკადემიას, ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი სიახლეა მათთვის, ვისაც სურს ვიზაჟის, სტილისტისა თუ
სხვა პროფესიების დაუფლება და სახელმწიფო დიპლომის მიღება"
აჩიკო სოლოღაშვილი
"ნატალი ჯგუფის" ერთგული მომხმარებელი მისი დაარსების დღიდან ვარ. მათთან თავს დაცულად ვგრძნობ,
ვფიქრობ, მთავარი ნდობის ფაქტორია. ნატალი წლებია თავის ბაზარზე კომპანიებს ჯანსაღ პაექრობას პროფესიონალიზმის
ხარჯზე უწევს.
სალომე ღვინიაშვილი
დიდი ხანია, პრინციპში უკვე წლებია მათი მომხმარებელი ვარ.პირველ რიგში, მათ ძალიან ვენდობი, იქ ყოფნა
ძალიან მიყვარს, შინაურული და თბილი გარემოა.
ნინი ბადურაშვილი
"ნატალი" ნამდვილად არის ლიდერი თავის სფეროში, არ შემიძლია ხაზი მათ დიდ პროფესიონალიზმს არ გავუსვა,
ის ხარისხზეა ორიენტირებული. ვსტუმრობ ხშირად და ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრ წარმატებას ვუსურვებ...
ნინო ჩხეიძე
"ნატალი არის ადგილი, სადაც ხარისხი გარანტირებულია და როცა იქ ვარ, თავს პროფესიონალების ხელში ვგრძნობ.
განსაკუთრებით მომწონს ლაზერის აპარატი, რომელიც არის ახალი თაობის, უმტკივნეულო და რაც მთავარია, უსაფრთხო
ჯანმრთელობისთვის. ნატალი სპა არის საუკეთესო საქართველოში და თავისუფალი დროის შემთხვევაში ვცდილობ,ვესტუმრო.
ძალიან მომწონს ჰიმალაის მარილის პროცედურა, ანტისტრესული მასაჟი და მოკლედ, რომ ვთქვათ, ნატალიზე დაუსრულებლად
შემიძლია ვისაუბრო. მიხარია, რომ საქართველოში არსებობს საერთაშორისო სტანდარტის ცენტრი, როგორიცაა "ნატალი".