
უძილობა (ინსომნია) ორი ტიპის არსებობს. შესაბამისად მკურნალობის მეთოდიც ორგვარია. თუ ძილთან
დაკავშირებული პრობლემები სამ თვეზე მეტხანს არ გაწუხებთ, ეს ნიშნავს, რომ ხანმოკლე (მწვავე) უძილობა
გჭირთ. ჩვეულებრივ, ასეთ სიტუაციას რაღაც კონკრეტული მიზეზი აქვს (მძაფრი ტკივილები, ახლობელი
ადამიანის დაკარგვა, მძიმე კამათი). თუ სამი თვის განმავლობაში პრობლემები კვირაში სამჯერ მაინც თავს იჩენს,
ეს უკვე ქრონიკული უძილობაა.
ექიმს იმ შემთხვევაში მიმართეთ, თუ უძილობა გაუსაძლისია. თუ ასე არ არის, შეეცადეთ მას თავად გაუმკლავდეთ.
პირველი და ყველაზე მთავარია, შეეცადოთ ერთიდაიმავე დროს დაიძინოთ
მაგალითად, საღამოს 22, 23 საათი ავიღოთ, ეცადეთ, პირველი რამდენიმე დღე მითითებულ საათამდე
მოასწროთ დღის განმავლობაში დაგეგმილი საქმეები და მალევე დაიძინოთ. იმ შემთხვევაში
თუ შეძლებთ პირველი რამდენიმე დღე დათქმულ საათზე დაწვეთ, მომდევნო დღეებში
ამავე დროს ძილი თავად მოგაკითხავთ და უკვე ორგანიზმი განიშნებთ, რომ თქვენი
ძილის დრო მოვიდა..
- თუკი 20 წუთის განმავლობაში არ დაგეძინებათ, წიგნის წასაკითხად ან მუსიკის მოსასმენად სხვა
ოთახში გადაინაცვლეთ. ასეთ დროს ჩაძინებასა და ხანგრძლივ წვალებას შორის ასოციაცია არ გაგიჩნდებათ.
დასაძინებლად დაბრუნდით მაშინ, როდესაც ძილი მოგერევათ.
დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე, საძინებელში დამამშვიდებელი ატმოსფერო შექმენით დაბალი
განათებით და გამორთეთ ტელევიზორი,არ დალიოთ ალკოჰოლური სასამელი და არ მოწიოთ სიგარეტი
დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე.
რაც შეეხება კვებას, შეეცადეთ, დაძინებამდე არ დალიოთ წყალი და მოერიდოთ ცხიმიან,
მარილიან, ცხარე კერძებს. სჯობს, დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მიირთვათ ისეთი მსუბუქი საკვები,
როგორიცაა ხაჭო, მოხარშული ბოსტნეული, მაწონი, კეფირი და ა.შ.
არ დაიძინოთ დღისით, განსაკუთრებით 20-30 წუთზე მეტხანს და განსაკუთრებით სადილის შემდეგ
მშვიდი ძილის პროცესში, დაძინებამდე სუფთა ჰაერზე გასეირნება დაგეხმარებათ. ხოლო, მძაფრსიუჟეტიან ფილმებსა
და სათამაშო სიუჟეტის გადაცემებს, საღამოს სჯობს არ უყუროთ.
ერთი შეხედვით, ზემოთხსენებული ე.წ აკრძალვები დაძინებაში და შემდგომში მშვიდ ძილში ხელს არ გიშლით,
თუმცა, თუ მედიკოსებს დავუჯერებთ, მთელი დღის განმავლობაში მიღებული ენერგეტიკა,ღამით არ ქრება და
ის ჩვენს ძილზე აუცილებლად აისახება.