10-11 თებერვალს ღამის საათებში ძლიერი ყინვა, დღისით კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“12 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ
საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან
ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. აღნიშნულ დღეებში
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვები შედარებით შესუსტდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.