
ასაკი, ჰორმონალური ცვლილებები და სტრესი - ეს ის პროცესებია, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს თმის ღერების ცვენას. ადამიანების დაახლოებით 50% კი 50 წლის ასაკის ზევით მეტად განიცდის ამ პრობლემას. თმის ცვენა სიახლე არ არის. ამბობენ, რომ დღეში დაახლოებით 100 ღერის დაკარგვა ნორმალურია, თუმცა თუ თქვენ მისი ჭარბიანობა შენიშნეთ, არსებობს რამოდენიმე ხერხი, რომელიც პრობლემის თავიდან აცილებაში დაგვეხმარებათ.
მიიღეთ ვიტამინების დამატება
იღებთ საკმარისი ვიტამინების რაოდენობას კვებით? თუ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ ვიტამინი B12 მიიღოთ, რომელიც პასუხისმგებელი გახდება თქვენი ფრჩხილების და თმის ჯანმრთელობაზე.
ასევე, თმის ცვენა შეიძლება მოხდეს თუთიის დეფიციტის გამო. ამასთან, თუ მემკვიდრეობითი პრობლემა გაქვთ, ეს მაინც შეიძლება მოხდეს, თუმცა მთელი პროცესი ნამდვილად შენელდება!
მოამზადეთ კვერცხის ნიღაბი
კვერცხი არა მხოლოდ თმას ჰმატებს ბზინვარებას, არამედ ის ასევე, ხელს უშლის ნაადრევ თმის ცვენას. ათქვეფილი კვერცხი დაიტანეთ თმაზე, დაიტოვეთ ღამის განმავლობაში და ის აუცილებლად დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში. შეიძლება არასასიამოვნო სუნმა შეგაწუხოთ, მაგრამ შედეგს მალე იგრძნობთ.
შეწყვიტეთ მოწევა
გარდა იმისა, რომ მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის და აზიანებს სხვა და სხვა ორგანოს, ის ასევე, ახშირებს თმის ცვენას.
დაბოლოს, სტრესი ნამდვილად შეიძლება დიდი ფაქტორი იყოს თმის ცვენისა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია დაიცვათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა, თუ გინდათ რომ ასაკთან ერთად შესანიშნავი თმა გქონდეთ.