26 დეკემბერს, ბათუმის მთავარ ნაძვის ხეს საღამოს 21:00 საათზე აანთებენ.
ხოლო საზეიმო ცერემონიალი ბავშვებისთვის 5:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება მერიას გუშინ, 25 დეკემბერს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქალაქში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებები გააუქმეს.
ფოტო: batumelebi.ge