-
2019-12-25 10:59
დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას აღნიშნავს.
„ვულოცავ ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ქრისტეშობის დღესასწაულს. სიახლის, სიკეთისა და სიყვარულის დღესასწაული მშვიდობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის", - აღნიშნულია პრემიერმინისტრის მილოცვაში.
კათოლიკე ქრისტიანებს მიულოცა აგრეთე პარლამენტის თავმჯდომარემაც.
„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტის სახელით, ჩვენს თანამემამულეებსა და ყველას, ვინც დღეს შობას სიხარულით ხვდება, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, სიკეთესა და ბედნიერებას“- წერია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.