
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების დასახმარებლად საგანგებო პროექტი წამოიწყო.
ამის მიზეზი „პანამის დაავადებაა“, რომელსაც ბანანის მოსავლის 100%-ით განადგურება და მილიონობით ფერმერის გაკოტრება შეუძლია. FAO-ს ინფორმაციით, TR4 ძირითადად „კავენდიშის“ ტიპის ბანანს გაუჩნდა, რომელზეც პროდუქტის საერთო მოცულობის 47% მოდის.
„ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ, მონიტორინგი გაუწიონ და თავიდან აიცილონ TR4-ის ინფექციები. ფიტოსანიტარული ნორმების მაქსიმალური დაცვა, ხელს უშლის დაავადების გავრცელებას. ადგილობრივი და რეგიონული ძალისხმევა, ამასთან, სამეცნიერო მხარდაჭერა, საერთაშორისო თანამშრომლობა და ადრეული გამოვლენა არის აუცილებელი მის წაინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა FAO-ს მცენარეთა წარმოებისა და დაცვის დირექტორმა ჰანს დრეიერმა.